თსსუ-ის წარმომადგენლებმა EduSpace-ის საბჭოს ინიციატივით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

თსსუ-ის წარმომადგენლებმა EduSpace-ის საბჭოს ინიციატივით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 23-28 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჰანოვერში (გერმანია) EduSpace-ის საბჭოს ინიციატივით დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის კლინიკებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დიაკონიძე და მისი მოადგილე ზურაბ ტატიშვილი ესტუმრნენ დაწესებულებებს, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიან და გაეცნენ მათ ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.

შეხვედრაზე, EduSpace-ის ხელმძღვანელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა თსსუ-ის სტუდენტების გერმანული ენის ფლობის მაღალი ხარისხი. ვიზიტის ფარგლებში, მომავალ წელს დაიგეგმა EduSpace-ის პარტნიორ დაწესებულებებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის გაორმაგება.